სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№08/29 - 01
16.06.2026
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო პროგრამებზე (ერთწლიანი) პროფესიული (პრაქტიკული) ნაშრომის და შემაჯამებელი პროექტის დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეიქმნას სამაგისტრო პროგრამის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ პროფესიული (პრაქტიკული) ნაშრომის დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
გ) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;
დ) სოციალური მეცნიერების დოქტორი კონსტანტინე პეტრიაშვილი;
ე) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ელისო კვირკაშვილი
2. შეიქმნას სამაგისტრო პროგრამის „ადამიანური რესურსების მართვა“ შემაჯამებელი პროექტის ნაშრომის დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
გ) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;
დ) ასოცირებული პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე;
ე) ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე;
ვ) ასისტენტ პროფესორი დეა ფირცხალაიშვილი;
ზ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ელისო კვირკაშვილი
3. სამაგისტრო პროგრამებზე (ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში, ადამიანური რესურსების მართვა) პროფესიული (პრაქტიკული) ნაშრომის და შემაჯამებელი პროექტის დაცვა განხორციელდება (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.№19 კორპუსი 10. ოთახი 609), შემდეგი განრიგის შესაბამისად:
ა) სამაგისტრო პროგრამა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ – 20.07.2026., 14:00 სთ;
ბ) სამაგისტრო პროგრამა „ადამიანური რესურსების მართვა“ – 24.07.2026., 11:00 სთ
4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია